"გზიდან გადავარდნილა ავტომანქანა და აფეთქდა... ამბობენ რომ საჭესთან 14 წლის არასრულწლოვანი იჯდაო" - რა ხდება ცნობილი გურჯაანში მომხდარ ავტოავარიაზე, რასაც 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
ავტოავარიას გურჯაანში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის 2 არასრულწლოვანია.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, "ჰონდას" მარკის ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამი კი დაიწვა. მათ შორის ერთი ბიჭი და ორი გოგო.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან. მოზარდები სოფელში არსებულ სამების ეკლესიაში წავიდნენ და იქიდან დაბრუნებულები ღამით, ეზოს სავალი ნაწილიდან გადავარდნენ. განაგრძეთ კითხვა >>>