loader

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ ფილარმონიიდან გამართული მარშის მონაწილეები.

თავდაპირველად, მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, სადაც თსუ-ს პირველი კორპუსიდან მოწყობილი მარშის მონაწილეები მივიდნენ, შემდეგ კი მათ გაერთიანებული მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის ნახევარი დაიკავეს, თუმცა მათ საპატრულო პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.