loader

რა არის ცნობილი გაქცეულ ყოფილ გენპროკურორზე და როგორ პასუხობს ბრალდებებს რუსეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი გაქცეულ ყოფილ გენპროკურორზე და როგორ პასუხობს ბრალდებებს რუსეთიდან

ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რი ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძე, რო­მელ­საც ერთ დროს ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და, ახლა ორ მძი­მე და­ნა­შა­ულ­შია ბრალ­დე­ბუ­ლი და მი­მალ­ვა­შია. ცნო­ბი­ლია, რომ ის რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი 2025 წლის ივ­ნის­ში და­ტო­ვა.

რას ედა­ვე­ბი­ან ყო­ფილ გენპ­რო­კუ­რორს?

პირ­ვე­ლი ეს არის ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/109-ე მუხ­ლის "ნ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამას­თან, ფარ­ცხა­ლა­ძეს ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი. ფარ­ცხა­ლა­ძეს პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამა­ვე საქ­მე­ზე პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს.

"მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქოლ-ცენ­ტრე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკუთ­ვნო­და პირ­თა ჯგუფს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას აფი­ნან­სებ­და, ხოლო ქოლ-ცენ­ტრე­ბის შე­და­რე­ბით მცი­რე ნა­წი­ლის მფარ­ვე­ლო­ბას, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, მათი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. მო­ცე­მულ საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2020-2023 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მფარ­ვე­ლო­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ფორ­მის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რომ­ლის მი­ზანს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბა და შემ­დგომ­ში ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და" - ამ­ბობს გა­მო­ძი­ე­ბა.

რას ამ­ბობს ფარ­ცხა­ლა­ძე წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ზე?

ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, ოთარ რო­მა­ნოვ - ფარ­ცხა­ლა­ძემ რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცე­მა „მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე უცხო­ე­ლი პატ­რო­ნე­ბის და­ვა­ლე­ბით შე­თხზეს.

"შე­თხზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის მდევ­ნი­ან, იმის­თვის, რაც არ ჩა­მი­დე­ნია, ცდი­ლო­ბენ ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლო წა­მარ­თვან. სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა ჩემ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. არ მე­ში­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ზე უკეთ ადას­ტუ­რებს ჩემი არ­ჩე­უ­ლი გზის სი­მარ­თლეს. მზად ვარ ჩემი სი­ცო­ცხლე გა­ვი­ღო ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის­თვის.

დროა, წარ­სულ­ში დავ­ტო­ვოთ წარ­სუ­ლის წყე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ერის მტრე­ბის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი და წინ ვი­ა­როთ. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თვა­ლე­ბი უნდა გა­ა­ხი­ლოს და გა­ი­გოს, ვინ მოქ­მე­დებს მის ინ­ტე­რე­სებ­ში, ხოლო ვინ ინ­ტრი­გებს ხლარ­თავს, რი­თაც უცხო­ელ პატ­რო­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ან­გრევს ჩვენს იდენ­ტო­ბას, წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­სა და ერ­თი­ა­ნო­ბას. ასე შევ­ძლებთ ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და რწმე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. განაგრძეთ კითხვა