loader

რას ამბობ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლი, პა­სუ­ხობს „შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას“ ანონსში გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბას, რომ იგი თით­ქოს პი­რად კონ­ტაქ­ტზე იმ­ყო­ფე­ბო­და ოთარ რო­მა­ნოვ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან და აწ­ვდი­და მას ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ მე ამ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ, შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ და არას­დროს მქო­ნია არც სა­ტე­ლე­ფო­ნო, არც პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია,“- გა­ნა­ცხა­და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ. სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წე­რი­ლის ავ­ტო­რი და­კა­ვე­ბუ­ლია ქრთა­მის აღე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე და მის მი­მართ აქვს მხო­ლოდ სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბა. "ზო­გა­დად, ამ ჩვე­ნე­ბის და მისი ავ­ტო­რის ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ცრუ მოწ­მის მი­მართ მაქვს ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მე მახ­სოვს ეს ადა­მი­ა­ნი იყო მარ­თლაც წყნე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი. ის სამ­წუ­ხა­როდ და­ა­კა­ვეს ქრთა­მის აღე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, ერ­თის მხრივ მის მი­მართ მხო­ლოდ სიბ­რა­ლუ­ლი მაქვს, ხოლო მე­ო­რეს მხრივ ალ­ბათ ეს ცრუ ჩვე­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბას უფრო და­ამ­ძი­მებ­და, რა­საც რე­ა­ლუ­რად გან­ვიც­დი,“ - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე და გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი მყი­სი­ე­რად გა­იხ­სნა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დღეს­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი იყ­ვნენ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და.

"მახ­სოვს, რომ იყო შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი, თუმ­ცა და­ნა­შა­უ­ლი მყი­სი­ე­რად გა­იხ­სნა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დღეს­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი იყ­ვნენ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით ორი დღის შემ­დეგ ისი­ნი და­უს­წრებ­ლად მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის შემ­დეგ უკვე იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ისი­ნი იყე­ნებ­დნენ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას და გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლეს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და მხი­ლე­ბის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ.

სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ მისი მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის "ჩა­ფარ­ცხვა­ზე“ სა­უ­ბა­რი არა სე­რი­ო­ზუ­ლია.

"მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ნა­შა­უ­ლის "ჩა­ფარ­ცხვა­ზე“ და დახ­მა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია და ვფიქ­რობ, რომ სა­კი­თხი ამო­წუ­რუ­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა. სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყო­ფილ კო­ლე­გებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ით ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის. "მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს კო­ლე­გებს, ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც გა­მო­ი­ჩი­ნეს მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ტი­ულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში იყ­ვნენ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ით ჩარ­თუ­ლე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბი­სას თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი იყო.