loader

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღებისთვის დაკავებულ ივანე გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღებისთვის დაკავებულ ივანე გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებელს, ივანე გოგლიძეს, რომელიც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღებისთვის დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება.

ცნობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5 - დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.