loader

"საჯარო სკოლაში 42 წლის მასწავლებელმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა" - იმერეთში მომხდარი დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საჯარო სკოლაში 42 წლის მასწავლებელმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა" - იმერეთში მომხდარი დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მასწავლებელია.

"გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქბამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშ.