loader

გია ვოლსკი ბუსა ჟვანიაზე - "ძალიან მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მისი ტრაგედია განაპირობა იმ ისტერიულმა, ბოროტმა ატმოსფერომ, რომელიც განზრახ იქნა შექმნილი იმ პერიოდში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია ვოლსკი ბუსა ჟვანიაზე - "ძალიან მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მისი ტრაგედია განაპირობა იმ ისტერიულმა, ბოროტმა ატმოსფერომ, რომელიც განზრახ იქნა შექმნილი იმ პერიოდში"

"თუკი ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­აც დამ­ნა­შა­ვეა ამ თე­მის ირ­გვლივ [ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე], ვი­ტყვი ერთს: ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ბრალ­დე­ბა, მაგ­რამ ხაზი უნდა გა­ვუს­ვათ, რომ მისი და არამ­ხო­ლოდ ამ ადა­მი­ა­ნის ტრა­გე­დია გა­ნა­პი­რო­ბა იმ ის­ტე­რი­ულ­მა, ბო­როტ­მა ატ­მოს­ფე­რომ, რო­მე­ლიც გან­ზრახ იქნა შექ­მნი­ლი იმ პე­რი­ოდ­ში", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მე­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უწყე­ბა ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას, და­ვით კა­კუ­ლი­ას და ასე­ვე, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვილს, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბას წა­რუდ­გენს.

რო­გორც ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, "იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ასე­ვე მისი ქცე­ვის მა­ნე­რით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამო­ვარ­და შე­საძ­ლო პო­ზი­ტი­უ­რი მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვი­დან“.

"ეს ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს ეხე­ბა და სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა, თუ ბე­სა­რი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ეს იქ­ნე­ბა დად­გე­ნი­ლი. ყვე­ლა მე­ცო­დე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა "ძა­ლი­ან დიდი ბო­რო­ტე­ბაა“.

"გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რად, არ შე­წყვე­ტი­ლა. ძა­ლი­ან დიდი ბო­რო­ტე­ბა იქნა ჩა­დე­ნი­ლი - შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ გე­ტყვით, რომ რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ­მა კო­ნი­უნ­ქტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­დას­ძა­ლოს გა­მო­ძი­ე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და არ იქ­ნეს ბო­ლომ­დე სა­კი­თხი მიყ­ვა­ნი­ლი. დე­ტა­ლებ­ზე, რა­ტომ არ იქნა თა­ვის დრო­ზე გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, ალ­ბათ, პრო­კუ­რა­ტუ­რა იტყვის. ფაქ­ტია, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და პა­სუ­ხის­გე­ბის გა­რე­შე არა­ვინ დარ­ჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი მი­ქა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა. მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას, და­ვით კა­კუ­ლი­ას და ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბას წა­რუდ­გენს. ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვილ­ზე, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ა­ზე კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა მათ მე­გო­ბარს ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას გა­ან­დეს და შე­თან­ხმდნენ მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ამ და­ი­წყო და­ნა­შა­უ­ლის ამსრუ­ლებ­ლის მო­ძი­ე­ბა, რა მიზ­ნი­თაც იგი მის ნაც­ნო­ბებს ალე­კო ჭე­ლი­ძეს და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, შეს­თა­ვა­ზა მათ ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის შეკ­ვე­თით მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა, რა­ზე­დაც ისი­ნი და­თან­ხმდნენ. ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2021 წლის ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ემ­გზავრნენ ამა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებ­თან გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც ისი­ნი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­თი­თე­ბებს გას­ცემ­დნენ.