loader

"მინდა, პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას ვთხოვო, პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში, რომ ახალგაზრდებმა შექმნან ოჯახები, იფიქრონ ოჯახების შექმნაზე, შვილების გაჩენაზე" - ლადო ბოჟაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა, პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას ვთხოვო, პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში, რომ ახალგაზრდებმა შექმნან ოჯახები, იფიქრონ ოჯახების შექმნაზე, შვილების გაჩენაზე" - ლადო ბოჟაძე

მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, რო­გორც მრა­ვალ­შვი­ლი­ან მა­მას, ვთხო­ვო პი­რა­დად ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცე­სებ­ში, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეთ ჩვენს ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხებს, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა შექ­მნან ოჯა­ხე­ბი, იფიქ­რონ ოჯა­ხე­ბის შექ­მნა­ზე, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა­ზე და რე­ა­ლუ­რი კონ­კრე­ტუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეთ ამ ადა­მი­ა­ნებს, რათა გამ­რავ­ლდეს ჩვე­ნი ერი,- ასე მი­მარ­თა 'ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ წევ­რმა ვლა­დი­მერ ბოჟა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე მოხ­სე­ნე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ თა­ვი­დან აი­რი­დოს საფრ­თხე, რაც 2050 წელს სა­ქარ­თვე­ლო და­ბე­რე­ბუ­ლი ერე­ბის სი­ა­ში მოხ­ვედ­რას უკავ­შირ­დე­ბა.

„მინ­და შე­ვე­ხო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, ეს ეხე­ბა დე­მოგ­რა­ფი­ას. თქვენ იცით, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, რო­გორც მრა­ვალ­შვი­ლი­ან მა­მას ვთხო­ვო პი­რა­დად ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცე­სებ­ში, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეთ ჩვენს ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხებს, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა შექ­მნან ოჯა­ხე­ბი, იფიქ­რონ ოჯა­ხე­ბის შექ­მნა­ზე, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა­ზე და რე­ა­ლუ­რი კონ­კრე­ტუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეთ ამ ადა­მი­ა­ნებს, რათა გამ­რავ­ლდეს ჩვე­ნი ერი. ის სი­კე­თე­ე­ბი, მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩვენ გვინ­და, გვინ­და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ის საფრ­თხე, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას 2050 წელს ემუქ­რე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ, და­ბე­რე­ბუ­ლი ერე­ბის სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შეყ­ვა­ნას, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ ამ სი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ამო­ღე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბოჟა­ძემ.