ხატია დეკანოიძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გახსნას ეხმაურება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გახსნას ეხმაურება.
"პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ.
უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს და საქმის გამოძიება გააჩერეს.
ანუ მკვლელებიც და შემკვეთებიც იცოდნენ და ჩუმად იყვნენ.." - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.