loader

თიანეთში 46 წლის კაცი დაჭრეს -მას ჭრილობა დანით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თიანეთში 46 წლის კაცი დაჭრეს -მას ჭრილობა დანით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

პოლიციამ თიანეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებული მ.ა.-ს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - აღნიშნულია განცხადებაში.