"ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების, ფილების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს..." - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე დეტექტივმა ირაკლი ლურსმანაშვილმა?
ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების, ფილების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს, - ამის შესახებ დეტექტივმა ირაკლი ლურსმანაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხვისას განაცხადა.
ლურსმანაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მისი თქმით, ათონელის სასახლესთან შეკრებილები ფიზიკურად საკმაოდ მომზადებულები და აგრესიულად განწყობილები იყვნენ. მოწმის ჩვენებით, დემონსტრანტები აირწინაღებითაც იყვნენ შეიარაღებული.