ტრაგედია წალენჯიხაში - ვინ იყო 33 წლის მაშველი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა?
ავტოსაგზაო შემთხვევას მაშველი, 33 წლის როსტომ (ბაჩუკი) ლუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგედია წალენჯიხა-ჯვარის გზაზე, 7 თებერვლას მოხდა. ავარიის შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
გარდაცვლილი დაოჯახებული იყო და მას 5 წლის შვილი დარჩა.
ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ტრაგიკულად დაღუპულ მაშველს კოლეგები ემშვიდობებიან.