loader

ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება - რა განაცხადა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება - რა განაცხადა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ლე­ვან ვე­ფხვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ბრალ­დე­ბულ ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ზე შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს­თვის მი­მარ­თუ­ლია.

თუმ­ცა, ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ქვე­ყა­ნას კი, რუ­სეთ­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს, რის გა­მოც, ვე­ფხვა­ძის თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნოს მი­მარ­თეს.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძეს ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/109-ე მუხ­ლის "ნ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე, ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს ძმებ გი­ორ­გი და და­ვით მი­ქა­ძე­ე­ბის, ასე­ვე გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის საქ­მის გან­ხილ­ვა. მათ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და გია ჩა­დუ­ნე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლია გელა უძი­ლა­უ­რი. მას უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე მსჯავ­რდე­ბუ­ლია სან­დრო წივ­წი­ვა­ძე, მას 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.