"წარმოდგენა რომ გქონდეთ, ილიაუნიში რამდენ პროგრამაზე აღარ მოხდება სტუდენტების მიღება, თუკი ეს გადაწყვეტილება განხორციელდა..." - რას წერს პროფესორი გიორგი გვალია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სწავლების დარგში. პროფესორი, პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გიორგი გვალია უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ განათლების მინისტრის განცხადებებს ეხმაურება:
"წარმოდგენა რომ გქონდეთ, ილიაუნიში რამდენ პროგრამაზე აღარ მოხდება სტუდენტების მიღება, თუკი ეს გადაწყვეტილება განხორციელდა. სია არასრულია და ალბათ რამდენიმე პროგრამა გამომრჩა კიდეც: ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, თავისუფალი მეცნიერებები, ისტორია, ანგლისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, არქეოლოგია, კინომცოდნეობა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო პოლიტიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ფინანსები, ტურიზმი, კულტურის კვლევები, ესპანისტიკა, გერმანისტიკა, ბიოლოგია, ფიზიკა, ეკოლოგია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ტყის მეცნიერებები, მედიცინა, არქიტექტურა, რელიგიის კვლევები, შუასაუკუნეების კვლევები, ქართული ფილოლოგია, ლინგვისტიკა, ციფრული ჰუმანიტარია, ადიქციის კვლევები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, საჯარო პოლიტიკა და სამართალი, ლიტერატურათმცოდნეობა, ფილოსოფია, კომუნიკაციის, ენის და მეტყველების თერაპია, გამოყენებითი გენეტიკა, ბიომეცნიერებები, გამოყენებითი ბიოტექნოლოგიები, სურსათის მეცნიერება, ასტრონომია, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის მეცნიერებები, მენეჯმენტი, მათემატიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობები, სოციალური მუშაობა, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, რომანული ფილოლოგია, ლექსიკოგრაფია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევები…
და რა ქვია ამას, თუ არა უნივერსიტეტის დანგრევა!" - წერს გიორგი გვალია.