loader

რა მოხდა მეტროსადგურ "დელისზე" - "დაიცალა მგზავრებისგან და ჩიხში შევიყვანეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა მეტროსადგურ "დელისზე" - "დაიცალა მგზავრებისგან და ჩიხში შევიყვანეთ"

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროსადგურ „დელისზე“ ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურზე მატარებელს ცეცხლი არ გასჩენია, მას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი და ჩიხში შეიყვანეს.

„მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, დაიცალა მგზავრებისგან და ჩიხში შევიყვანეთ. მოძრაობა 3 წუთით შეფერხდა და საბურთალოს ხაზიც და პირველი ხაზიც მუშაობს ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.