loader

სამუდამო პატიმრობა უკრაინაში მებრძოლ ქართველს - ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლოს განაჩენი ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამუდამო პატიმრობა უკრაინაში მებრძოლ ქართველს - ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლოს განაჩენი ცნობილია

რუსეთში დატყვევებულ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჩუბეთიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ოკუპირებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “პროკურატურაში” განაცხადეს.

კერძოდ, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 42 წლის საქართველოს მოქალაქეს გიორგი ჩუბეთიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვისა” და ჯამში ხუთი რუსი ჯარისკაცის მკვლელობისთვის.

მათი თქმით, ჩუბეთიძე 2023 წლის შემოდგომაზე ჩავარდა ტყვედ.