loader

"ბოტოქსის სკანდალი საქართველოში: რამდენიმე პაციენტი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოებში გადაიყვანეს... " - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოტოქსის სკანდალი საქართველოში: რამდენიმე პაციენტი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოებში გადაიყვანეს... " - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

"ბოტოქსის სკანდალი საქართველოში: პაციენტები მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოებში — რატომ იყო ეს პროგნოზირებადი.

საქართველოში ბოტულინოტოქსინთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევები უკვე დაფიქსირდა და რამდენიმე პაციენტი ამ ეტაპზე საავადმყოფოში იმყოფება რთულ მდგომარეობაში.

დღევანდელი ვითარება ადასტურებს ერთ მარტივ რეალობას: ბოტულინოტოქსინი არ არის კოსმეტოლოგიური დეტალი — ეს არის მედიკამენტი, რომლის არასწორი გამოყენება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეალურ საფრთხეს ქმნის.ბოტულინოტოქსინი: მედიკამენტი და არა სალონის მომსახურება.

მისი არასწორი დოზირება, არასათანადო შენახვა ან არაკვალიფიციური გამოყენება შეიძლება დასრულდეს სერიოზული გართულებებით, მათ შორის ბოტულიზმის მსგავს კლინიკურ სურათით" - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.