საქართველოს პარლამენტში სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს
საქართველოს პარლამენტში დღეიდან მუშაობას იწყებს სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
პირველ სხდომაზე ადგილობრივი ხორცისა და რძის პროდუქტების, ასევე კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ბაზრის სტრუქტურასა და ფასწარმოქმნის ჯაჭვზე იმსჯელებენ.
მმართველი გუნდის განცხადებით, გრძელვადიანი რეგულაციები და ალტერნატიული სავაჭრო ქსელების განვითარება საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მექანიზმებია და მათი შესწავლა უკვე მიმდინარეობს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა მოსახლეობის მდგომარეობას ამძიმებს. 14 თებერვალს დედაქალაქში დაგეგმილია აქცია სახელწოდებით „ფასები გვახრჩობს“.