ევროკავშირი სამშვიდობო შეთანხმებისთვის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, რაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მოიცავს
საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ევროკავშირი სამშვიდობო შეთანხმებისთვის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, რაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მოიცავს.
როგორც მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, განიხილება კიევისთვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული წინასწარი დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფის, ასევე წევრობის გარკვეულ უფლებებზე დაუყოვნებლივი წვდომის შესახებ ვარიანტები.