loader

"არაკაცი მიწოდა" - სკანდალი ქუთაისის კლინიკაში, რას ჰყვება იმ კლინიკის დირექტორი, სადაც დღეს, ექიმმა დაზიანებები მიიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არაკაცი მიწოდა" - სკანდალი ქუთაისის კლინიკაში, რას ჰყვება იმ კლინიკის დირექტორი, სადაც დღეს, ექიმმა დაზიანებები მიიყენა

ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც ექიმ­მა ქალ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ხან­გრძლი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დავა კლი­ნი­კის მე­სა­კუთ­რე­ებ­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის. ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ბო­ლოო სი­ტყვას იტყვის, გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ და ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებ­თან.

წაიკითხეთ სრულად

ამ დრო­ის­თვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც თან ახ­ლავს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­წყვე­ტა, რაც მხა­რე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, კახა ნუ­რა­ლი­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, ბრალ­დე­ბებს "უნი­ჭო პრო­ვო­კა­ცი­ას“ უწო­დებს.

- ბა­ტო­ნო კახა, მა­რი­ამ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი გა­და­ნა­შა­უ­ლებთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტე­რორ­ში. რას უპა­სუ­ხებთ მას?

- ეს არის გრძე­ლი ის­ტო­რია. კლი­ნი­კა 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში იყო სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო. მე მომ­მარ­თეს მის გა­და­სარ­ჩე­ნად და ჩემ­მა გუნ­დმა ეს ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამ ბო­ჭო­რიშ­ვილს, ის გა­თა­ვი­სუფ­ლდა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო.

ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის კას­ტა, რომ­ლებ­საც სხვა გზა აღარ დარ­ჩათ და ყვე­ლაფ­რის მკად­რებ­ლე­ბი არი­ან. მათ უნ­დათ ხე­ლის ფა­თუ­რი ისევ კლი­ნი­კის ფი­ნან­სებ­ში, რა­მაც და­აქ­ცია ეს სა­ა­ვად­მყო­ფო თა­ვის დრო­ზე. ვერ ეგუ­ე­ბი­ან იმას, რომ კლი­ნი­კა წინ მი­დის. "ლა­ი­ქე­ბის“ აკ­რძალ­ვა და მსგავ­სი რა­მე­ე­ბი არის სრუ­ლი აბ­სურ­დი და ტყუ­ი­ლი. 21-ე სა­უ­კუ­ნეა, ყვე­ლამ იცის ვინ ვინ არის.

- დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენტზე რას გვე­ტყვით? რა­ტომ მი­ი­ყე­ნა ექიმ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი?

- ეს ქალ­ბა­ტო­ნი წინა კვი­რა­ში გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არას­წო­რად იქ­ცე­ო­და - სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აწარ­მო­ებ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ქმე­დე­ბებს, რაც ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აა უკვე. გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არ მინ­და შენი სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა და ნუ მა­ი­ძუ­ლებ-მეთ­ქი. განაგრძეთ კითხვა