"დამირეკა ამოდი, თორემ სიცოცხლეს გამომასალმებსო, ვერ მოვედი, რადგან ანალოგიურ მდგომარეობაში ვყავდი მეც" - რას აცხადებენ კლინიკაში, სადაც ერთ - ერთმა ექიმმა მრავლობითი დაზიანებები დანით მიიყენა
დაპირისპირებაა ამ წუთებში ქუთაისში კლინიკა "უნიქალ მედში", სადაც ერთ ერთმა ექიმმა მრავლობითი დაზიანებები დანით მიიყენა - ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
სამედიცინო დაწესებულებაში ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.