loader

შსს ფარულად გადაღებულ კადრებს ავრცელებს - რა ჩანს უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ფარულად გადაღებულ კადრებს ავრცელებს - რა ჩანს უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი:

ძმები - 2001 წელს დაბადებული ა.ა. და 2006 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ - ს შეძენა-შენახვას, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით

ახდენდა.სამართალდამცველებმა დაკავებულების მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, კონკრეტულ მისამართზე მათთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს,

რითიც ა.ა.-ს და ნ.ა. -ს დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა.სამართალდამცველებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.