loader

"ავტომანქანის დაზიანება განიზრახა და ცეცხლი წაუკიდა" - შსს-მ ორი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტომანქანის დაზიანება განიზრახა და ცეცხლი წაუკიდა" - შსს-მ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარატამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით, ორი პირი: 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1995 წელს

დაბადებულიწარსულში ნასამართლევი მ.მ. დააკავეს.გამოძიებით დაგინდა, რომ ბრალდებული მ.ნ. კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და მის ოჯახის წევრებს.აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მ.მ.-სთვის,

რომელმაც გ.გ-ს ავტომანქანის დაზიანება განიზრახა, ცეცხლი წაუკიდა.სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ნ. და მ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.