loader

“კოტე აფხაზის ქუჩაზე გადავიღე ეს გამოღრუტნული საქართველოს რუკიანი ბროწეული… ისეა დავიწროებული რუკა, მგონი სხვა რეგიონებიც ახეული გვაქვს” - რა აღმოაჩინა მოქალაქემ თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კოტე აფხაზის ქუჩაზე გადავიღე ეს გამოღრუტნული საქართველოს რუკიანი ბროწეული… ისეა დავიწროებული რუკა, მგონი სხვა რეგიონებიც ახეული გვაქვს” - რა აღმოაჩინა მოქალაქემ თბილისში

მოქალაქე თეა გალდავა სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, იყიდება სუვენირები, ე.წ მაგნიტზე, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არაა ასახული.

"თავისუფლებასთან ახლოს, კოტე აფხაზის ქუჩაზე გადავიღე ეს გამოღრუტნული საქართველოს რუკიანი ბროწეული. ის ძველი პარტია უკვე ამოიყიდა და ეს აშკარად ახალი აქვთ შემოტანილი. თან ისეა დავიწროებული რუკა, მგონი სხვა რეგიონებიც ახეული გვაქვს," - წერს თეა გალდავა.