"არ ვაპირებ შევწყვიტო სამართლებრივი ბრძოლა, ვიდრე მოძალადე და სასტიკი პოლიციელები არ დაისჯებიან!" - ეკა ბესელია
პოლიტიკური პარტიის "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, რომ 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ მისი ვაჟი რატი მილორავა თაისუფალია.
"ჩემი შვილი უკვე სახლშია, გავიდა პატიმრობის 5 დღე და დავიბრუნე, მაგრამ არ ვაპირებ შევწყვიტო სამართლებრივი ბრძოლა, ვიდრე მოძალადე და სასტიკი პოლიციელები არ დაისჯებიან!
ყველა მათგანის ქმედებას გამოვიძიებ და მეყოფა ძალა სხვისი შვილებიც დავიცვა მათგან! სისტემას კანონის სახელს ამოფარებული მოძალადეები ანგრევენ და აზიანებენ. თუ მე გავჩერდი , სხვა გაჩერდა - ეს უსამართლობა თავისთავად არ სწორდება!" - წერს ბესელია.
ცნობისთვის, რატი მილორავა რამდენიმე დღის წინ ვაჟა ფშაველას გამზირზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, რატი მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დააკავეს.