"რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, უნდა შევუმსუბუქოთ მოსახლეობას ის სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული" - ირაკლი კობახიძე
ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა იმოქმედოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ფასების კლების მიმართულებით.