loader

ცნობილია, ვინ არის 16 წლის მოზარდი, რომელიც ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა - "ფოტოს გადაღებისას ხიდიდან გადავარდა და სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ვინ არის 16 წლის მოზარდი, რომელიც ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა - "ფოტოს გადაღებისას ხიდიდან გადავარდა და სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა"

ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან 16 წლის მოზარდი, ალექსანდრე მამალაძე გადავარდა და დაიღუპა.

შემთხვევა 6 თებერვალს, საღამოს მოხდა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა. მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა.

ჯერჯერობით უცნობია, მოზარდი დაიღუპა ვარდნის შედეგად თუ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას, რომელიც ხიდის ქვეშ, მატარებლის ლიანდაგების თავზეა განთავსებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.