"ბასრი საგნით სახის არეში დაზიანებები მიაყენა" - თბილისში ყაზახეთის მოაქალქემ არასრულწლოვანი დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა,
რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა - 2009 წელს დაბადებულ ნ.ლ.-ს.არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.