გარდაბანში კაცმა ცოლი მოკლა
გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.