loader

"ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს" - ირაკლი კობახიძე

ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს - ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა Jurnalistis კითხვას, რომ „ამერიკელი ჟურნალისტი საგამოძიებო მასალით, ჰელსინკის კომისიას ამხელს და სტატიაში წერს, რომ კომისია კომპრომეტირებულია უცხოური ძალების მიერ და აქტიურად მუშაობს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის წინააღმდეგ“.

კობახიძის თქმით, ჰელსინკის კომისია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა.

„აბსოლუტურად ლოგიკურია. საქართველოს მაგალითზე ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში იყო ჩართული კონკრეტულად ჯო უილსონი.ამ ყველაფერს ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს. საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.