დაწესდება თუ არა სისხლის სამრთლებრივი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ
დაწესდება თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ - მმართველი გუნდი საკითხის შესახებ მსჯელობას განაგრძობს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ თუ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება, წინადადებამ შესაძლოა კანონის სახეც მიიღოს. პრემიერის თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაცული უნდა იყოს, პრობლემების არსებობის შემთხვევაში კი საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს.
ოპოზიციაში ფიქრობენ რომ მმართველი გუნდი ახალი რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას გეგმავს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ყველა იმ ადამიანის გაჩუმებას ცდილობს, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებას" არალეგიტიმურ მმართველ ძალად მიიჩნევს.