loader

სოსო პავლიაშვილი ყოფილ ქართველ მეუღლესა და მათ საერთო შვილზე ემოციურ პოსტს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო პავლიაშვილი ყოფილ ქართველ მეუღლესა და მათ საერთო შვილზე ემოციურ პოსტს ავრცელებს

მომ­ღე­რა­ლი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ამ­ჯე­რად მომ­ღერ­ლის მი­მარ­თვა მის პირ­ველ მე­უღ­ლეს, ნინო უჩა­ნე­იშ­ვილსა და მათ სა­ერ­თო შვილს, ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვილს ეხე­ბა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ნინო უჩა­ნე­იშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მათ­მა ვაჟ­მა, ლე­ვან­მა დე­დას ახა­ლი სიმ­ღე­რა „Мама“ მი­უ­ძღვნა. მომ­ღე­რალ­მა შვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ა­ზი­ა­რა და გა­მომ­წე­რებს მი­მარ­თა:

"დღეს ჩვე­ნი ნი­ნოს, ლე­ვა­ნის დე­დის და­ბა­დე­ბის დღეა. ამ სა­სი­ხა­რუ­ლო მი­ზე­ზით, ჩვენ­მა შვილ­მა ჩა­წე­რა სიმ­ღე­რა „დედა“. მო­დით, დღეს ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე და­ვურ­ე­კოთ ჩვენს დე­დი­კო­ებს და ვუ­თხრათ, რო­გორ ძლი­ერ გვიყ­ვარს ისი­ნი. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­უგ­ზავ­ნოთ სიმ­ღე­რა „დედა“, რო­მელ­შიც ზედ­მე­ტი სი­ტყვე­ბი არ არის“ - წერს სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­სა და ნინო უჩა­ნე­იშ­ვილს, დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მა­გა­ლი­თო მე­გობ­რო­ბა და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. ნინო ხში­რად სტუმ­რობს მომ­ღერ­ლის ახალ ოჯახს მოს­კოვ­ში და სო­სოს ამ­ჟა­მინ­დელ მე­უღ­ლეს­თან, ირი­ნა პატ­ლახ­თა­ნაც მე­გობ­რობს.

პავ­ლი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი, ლე­ვა­ნი, მა­მის გზას აგ­რძე­ლებს და მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.