შემზარავი ამბავი რუსეთში - გოგონამ, რომელიც ბულინგის მსხვერპლად მიიჩნევდა თავს, თანაკლასელების დაწვა სცადა
რუსეთში, მერვე კლასის მოსწავლემ, რომელიც თავს ბულინგის მსხვერპლად მიიჩნევდა, კლასში ხანძარი გააჩინა. შემთხვევა 3 თებერვალს კრასნოიარსკის №153 სკოლაში მოხდა. 14 წლის გოგონამ ბენზინით სავსე ბოთლი ჯერ სკოლის საპირფარეშო შეაგდო, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი საკლასო ოთახში.
შსს-ს ადგილობრივი სამმართველოს ცნობით, მოსწავლე ცეცხლწაკიდებული ოთახის გასასვლელში იდგა და ჩაქუჩის მსგავს საგანს ურტყამდა თავში მათ, ვინც საკლასო ოთახის დატოვებას ცდილობდა. ხანძრის შედეგად სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებელმაც. განაგრძეთ კითხვა...