"რა გაგიხარდათ? ის, რომ ამერიკის ელიტაში ვიღაცა თვლიდა, რომ ჩემთან ნაცნობობის მოგონება საამაყოა, თუ ის, რომ თქვენი ჯღანები, ჯაყოს მეთაურობით, ეფშტეინის ფაილებშიც კი ვერ მოხვდებიან ვერასდროს?" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითან მიხეილ სააკააშვილი, ე.წ. ეფშტეინის ფაილებში ფიგურირებს:
"ჩემი გვარი ეფშტეინის ფაილებში მოხვედრილა. კერძოდ ვიღაც, ვისი სახელიც პირველად გავიგე, თურმე ეტრაბახება ეფშტეინს, მაგარი კაცი ვარ, იმიტომ რომ სააკაშვილს ვიცნობო. ეს სასწრაფოდ აიტაცა ივანიშვილის რუსულმა მედიამ. მინდა გკითხოთ, რა გაგიხარდათ? ერთი ის, რომ ამერიკის ელიტაში ვიღაცა თვლიდა, რომ ჩემთან ნაცნობობის მოგონება საამაყოა, რაც ნათლად აჩვენებს ჩემს გავლენებს მაშინდელ მსოფლიოში.თუ ის გაგიხარდათ, რომ თქვენი ჯღანები, ჯაყოს მეთაურობით, ეფშტეინის ფაილებშიც კი ვერ მოხვდებიან ვერასდროს?"