loader

"აი ხომ არასოდეს დამთავრდა საქართველოში რუსული მედიცინით აღფრთოვანება..." - რას წერს ინფექციონისტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი ხომ არასოდეს დამთავრდა საქართველოში რუსული მედიცინით აღფრთოვანება..." - რას წერს ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"აი ხომ არასოდეს დამთავრდა საქართველოში რუსული მედიცინით აღფრთოვანება. არადა, რუსეთიდან ჩამოტანილ სამედიცინო ისტორიებს რომ ვკითხულობ, მგონია ხოლმე, რომ ჩემი სტუდენტობის (რაც უხსოვარ დროს იყო, დროინდელ წიგნებს ვკითხულობ) ოღონდ მარტო რუსეთის პერიფერიებს არ ვგულისხმობ (იქ ზოგჯერ საბჭოთა კავშირის დროს რომ მოყვითალო ქაღალდის ბლანკები იყო, მასეთ ბლანკებზე ხელით შევსებული პასუხები უჭირავთ პაციენტებს).

მოსკოვის და პეტერბურგის კლინიკებიდან მოტანილ ისტორიებსაც საბჭოთა მედიცინის ელფერი აქვს. არადა, ჯერ კიდევ არიან პაციენტები, დანიშნულების შეცვლას რომ შევკადრებ, ამაყად და ცოტა ქედმაღლური ღიმილით რომ ამიხსნიან ხოლმე, რომ “პიტერში” იმკურნალეს, ან მოსკოვში მათი ექიმი იყო Кремлёвский врач ან главный инфекционист ანუ მათი აზრით კვლევებს და დანიშნულებას წყალი არ გაუვა.

დავაკონკრეტებ, ამ შემთხვევაში ქართველ პაციენტებს ვგულისხმობ. არადა, ხშირად გატენილი აქვთ დანიშნულება რაღაც არარსებული რუსული იმუნოსტიმულატორებით და საკვები დანამატებით. რუსული მედიცინით (და ყველაფერი რუსულით) აღფრთოვანებულები კი არიან მარად რუსული სამედიცინო სერვისების მიღების ღირსები," - წერს მაია ბუწაშვილი.