loader

რა არის ცნობილი ვაგონსარემონტო ქარხანაზე, სადაც საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვაზე პროკურატურა შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი ვაგონსარემონტო ქარხანაზე, სადაც საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვაზე პროკურატურა შევიდა

"ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, საქმე ეხება აღნიშნული ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვას.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან პროკურატურაში შესული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.

როგორც ანგარიშგების პორტალზე ვკითხულობთ, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს მონოპოლისტს ქართულ ბაზარზე, რომელსაც ჰყავს ერთადერთი მსხვილი დამკვეთი - „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომელიც ქარხნის მეწილეც არის. განაგრძეთ კითხვა>>>