loader

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - "სააპელაციო სასამართლომ საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - "სააპელაციო სასამართლომ საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა"

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რითაც უწყების საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.

„საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.