SOS! "იყავით ფრთხილად, გამიჩნდა ეჭვი და ასეთი რაღაც მივწერე - ბაკურიანი თუ ლაპლანდია იყო არ ვიცოდი-მეთქი" - რა უნდა იცოდეთ, თაღლითობის მსხვერპლი რომ არ გახდეთ
სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვრცელდება სურათები, რომლებიც ერთი შეხედვით რეალურ მოვლენებს ასახავს, თუმცა სინამდვილეში ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
სპეციალისტების თქმით, პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ ადამიანების უმეტესობა თვალით ნანახს ავტომატურად ენდობა. სოციალური ქსელი კი ქმნის სანდოობის ილუზიას — თუ ბევრმა გააზიარა, ე.ი. მართალია.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, გავრცელდა ვიდეო, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.
კადრებში თითქოს ჩანს, როგორ ესხმის თავს ვეშაპი, საკუთარ მწვრთნელს, სახელად ჯესიკა რედკლიფს.
ვიდეოს შინაარსმა საზოგადოების დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ საქმე რეალურ შემთხვევასთან ჰქონდათ, რომელიც ერთ-ერთ საზღვაო პარკში მოხდა. როგორც გაირკვა, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი და მასში არასებული პერსონაჟები, სიუჟეტი და გარემოებებიც მთლიანად ფაბრიკაციაა.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ მსგავსი კონტენტის ნახვისას ყურადღება მივაქციოთ დეტალებს — ხელებს, თვალებს, ჩრდილებს, სურათის წყაროს და გავრცელების კონტექსტს. თუმცა ხშირად ესეც არ არის საკმარისი.
განსაკუთრებული პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ან სხვისგან აღებულ სურათებს კომპანიები საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირებისთვის იყენებენ.
ზოგ შემთხვევაში, სურათები რეალურად ეკუთვნის სხვა კომპანიებს როგორც ამ მომხმარებლის შემთხვევაში მოხდა.
სპეციალისტების თქმით, ასეთი ყალბი ვიდეოების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი თანდათან უმჯობესდება, შესაძლებელია დეტალებზე დაკვირვებით — თუ პროდუქტი, რომელიც ერთი შეხედვით ძვირად ღირებული ჩანს უჩვეულოდ დაბალ ფასად ყიდიაან, მსგავსი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სასრუველია სურათი გუგლ სერჩის მეშვეობით გადაამოწმოთ.
სოციალური მედიის კომპანიები წლებია იბრძვიან მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით AI-ის ეპოქაში. ონლაინ უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ხან ძლიერდება, ხან სუსტდება.