"მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, დღეს მივიღებთ კონკრეტულ წესს" - ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ახლახან გახდა ცნობილი
თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.