loader

"საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გამო ვწერ ამ ვიდეოს... გეტყვით, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ" - რას ამბობს ბიჭი, რომელმაც ბებიის მიერ შვილიშვილის ცემის ფაქტი ინტერნეტში ნახა და პოლიციას მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გამო ვწერ ამ ვიდეოს... გეტყვით, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ" - რას ამბობს ბიჭი, რომელმაც ბებიის მიერ შვილიშვილის ცემის ფაქტი ინტერნეტში ნახა და პოლიციას მიმართა

ნინო გედენიძე, რომელიც "ტიკ-ტოკის" ლაივში ორ წლამდე შვილიშვილის ცემის გამო დააკავეს, თავისუფალია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 1-ელ სექტემბერს დააკავეს და მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემქურებოდა.

მაშინ პოლიციას მოქალაქე მოქალაქე ბექა კვაჭანტირაძემ დაურეკა.

"ტი­კ-ტოკ­ზე" გავ­რცელ­და ლაივ ჩა­ნა­წე­რის ამო­ნა­რი­დი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბა ბავ­შვს ბე­ბია ფი­ზი­კუ­რად. საკ­მა­ოდ მძი­მე კად­რე­ბია. რო­დე­საც დედა ეკი­თხე­ბა, თუ რა­ტომ ჰქონ­და ბავ­შვს ხელი გა­წით­ლე­ბუ­ლი, პირ­და­პირ თქვა, - "მე მას და­ვარ­ტყი", რაც არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, მე რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა და კა­ნონ­მორ­ჩილ­მა მო­ქა­ლა­ქემ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მივ­მარ­თე პო­ლი­ცი­ას" - ამბობდა ბექა კვაჭანტირაძე.

ბექა კვაჭანტირაძე ნინო გედენიძის განაჩენის შესახებ ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ქალს სასჯელის სახით, 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ დამატებით 400-საათიანი სასიკეთო შრომა განესაზღვრა.

ასევე იხილეთ: რას ამბობს დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ "ტიკ-ტოკის" ლაივში სცემა, შემდეგ კი ქალი დააკავეს?