"საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გამო ვწერ ამ ვიდეოს... გეტყვით, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ" - რას ამბობს ბიჭი, რომელმაც ბებიის მიერ შვილიშვილის ცემის ფაქტი ინტერნეტში ნახა და პოლიციას მიმართა
ნინო გედენიძე, რომელიც "ტიკ-ტოკის" ლაივში ორ წლამდე შვილიშვილის ცემის გამო დააკავეს, თავისუფალია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 1-ელ სექტემბერს დააკავეს და მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემქურებოდა.
მაშინ პოლიციას მოქალაქე მოქალაქე ბექა კვაჭანტირაძემ დაურეკა.
"ტიკ-ტოკზე" გავრცელდა ლაივ ჩანაწერის ამონარიდი, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ბავშვს ბებია ფიზიკურად. საკმაოდ მძიმე კადრებია. როდესაც დედა ეკითხება, თუ რატომ ჰქონდა ბავშვს ხელი გაწითლებული, პირდაპირ თქვა, - "მე მას დავარტყი", რაც არის მტკიცებულება. რა თქმა უნდა, მე როგორც სამოქალაქო აქტივისტმა და კანონმორჩილმა მოქალაქემ დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას" - ამბობდა ბექა კვაჭანტირაძე.
ბექა კვაჭანტირაძე ნინო გედენიძის განაჩენის შესახებ ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ქალს სასჯელის სახით, 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ დამატებით 400-საათიანი სასიკეთო შრომა განესაზღვრა.
ასევე იხილეთ: რას ამბობს დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ "ტიკ-ტოკის" ლაივში სცემა, შემდეგ კი ქალი დააკავეს?