"ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა ოპერაცია არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა" - ვინ იყო ზესტაფონელი ექიმი?
გსმენიათ რაიმე ექიმ როსტომ შველიძეზე? ალბათ, ცოტას. მით უფრო ჩვენს ეპოქაში ექიმების დამსახურების აღნიშვნას მათივე კრიტიკას ვამჯობინებთ. ჰოდა, მინდა იცოდეთ, რომ დიდი ადამიანი და ქირურგი როსტომ შველიძე ზესტაფონის არცთუ ისე გრანდიოზულ კლინიკაში
მუშაობდა. ქირურგი მორიგი 8-საათიანი ოპერაციის ჩატარებისას მიხვდა, რომ სხვისი გულის ამუშავებისთვის ბრძოლაში თავად საკუთარი გული დაუზიანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია არ უნდა მიეტოვებინა, საკუთარი გულისთვის კი მერე ეშველა, თუკი იქნებოდა
შესაძლებელი, საოპერაციო მაგიდაზე ხომ ტყვიით დაცხრილული 23 წლის ბიჭი იწვა. არც მიუტოვებია, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა.ამ შემთხვევის შესახებ მედიცინის მუშაკს ლამარა ნებიერიძეს ვესაუბრეთ.
- ახლახან გავიგე ექიმის შესახებ, რომელმაც ოპერაცია არ მიატოვა და რომ დაასრულა, იმავე წუთებში გარდაიცვალა. ნუთუ შესაძლებელია ადამიანმა იგრძნოს, რომ ცუდად არის და მაინც გააგრძელოს მუშაობა?
- ბევრს არ ეგონა, რომ ეს შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენმა დიდმა ადამიანმა და ექიმმა ეს დაგვიმტკიცა. ექიმიც არის და ექიმიც. ისინიც ხომ განსხვავდებიან იმით, რამდენად ღრმად იციან თავიანთი საქმე.
როსტომ შველიძე ქირურგი იყო, მაგრამ მედიცინის ყველა დარგს იმდენად კარგად იცნობდა, ზესტაფონში არავინ მეგულება, მასთან რჩევის მისაღებად რომ არ მისულიყო.
ჩემი მეუღლეც სამჯერ მკურნალობდა მასთან და რამდენჯერაც კლინიკაში მისვლა დასჭირდებოდა, ყოველთვის გვეუბნებოდა, სადაც როსტომ შველიძე მუშაობს, იქ მიმიყვანეთ, თუ მაგას არ დაველაპარაკები, ისე არსად წავალ, მირჩევნია, სახლში ვიყოო. ამას განა იმიტომ ამბობდა, რომ ზესტაფონში კარგი ექიმები არ გვყავს, მაგრამ როსტომ შველიძემ მედიცინის ყველა დარგი ძალიან კარგად იცოდა, რომ შეხვდებოდი, თითქოს მისი საუბარიც კი გკურნავდა, მისი სიტყვები გულზე მალამოდ ედებოდა. ის მართლაც განსაკუთრებული ადამიანი იყო, ვერ გეტყვით როგორ ახერხებდა, რომ როგორი სასოწარკვეთილიც არ უნდა ყოფილიყო პაციენტი, მასთან გასაუბრების შემდეგ საოცარი სიმშვიდე იპყრობდა...
იმ ოპერაციაზე, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 23 წლის ბიჭი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. იმდენად მძიმე, რომ ოპერაციის წამით დაყოვნება არ შეიძლებოდა, არტერიები ჰქონდა დაგლეჯილი და ერთი არტერიიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. აი, ამიტომ ვერ მიატოვა და ვერ გადასცა სხვას ოპერაცია.
- მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო და დროული რეაგირებით გადარჩენის დიდი შანსი ჰქონდა. შეუძლებელია ასეთი ექიმი ვერ მიმხვდარიყო, რა მოუვიდა და რა შანსი ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა