loader

დაკავებულია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებულია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავეს.

დაკავებული ბ.ე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარა- თაღლითობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ბ.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს." - აღნიშნულია განცხადებაში.