loader

"ექიმებს უთქვამთ, შინაგანი წვა ვერ შევაჩერეთო, ურთულესი მდგომარეობა იყო და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა" - რას ჰყვება მასწავლებელი მეშვიდეკლასელ ბავშვზე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ექიმებს უთქვამთ, შინაგანი წვა ვერ შევაჩერეთო, ურთულესი მდგომარეობა იყო და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა" - რას ჰყვება მასწავლებელი მეშვიდეკლასელ ბავშვზე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა?

ამბროლაურის სოფელ კვარცხუთში·მომხდარ უბედურ შემთხვევას მეშვიდეკლასელი ბიჭის, დავით (დადუ) აპუსიდისის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ბავშვი სახლში, ბუხარში ცეცხლს ანთებდა, შემთხვევით ბენზინი შეასხა და ძლიერი აალების დროს მან მძიმე დამწვრობა მიიღო. მას შემდეგ ბავშვი ერთი თვეზე მეტხანს თბილისში, დამწვრობის ცენტრში ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად მძიმე იყო დამწვრობა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"კვირის პალიტრა" გარდაცვლილი ბავშვის კლასის დამრიგებელს ესაუბრა.

“ძალიან მძიმეა, რაც მოხდა. დადუ ჩემი მოსწავლე იყო, მე ვიყავი მისი კლასის დამრიგებელი. დღეს ამ შემზარავი რეალობის წინაშე ვართ. პარასკევს სკოლაში იყო, სკოლიდან საღ-სალამათი ბავშვი გავისტუმრეთ, ჩვეულებრივად....

უბედურება კვირა დღეს (დეკემბერში) მოხდა. ბავშვმა სახლში მიიღო დამწვრობა. როგორც ვიცი, ბუხარს ანთებდა და ამ დროს დაშავდა. ჩვენ ამ დრომდე ამ ამბის მეტ დეტალებზე არც გვილაპარაკია არავისთან, იმიტომ, რომ ყველანი გადართულები ვიყავით იმაზე, რომ როგორმე ბავშვი გადარჩენილიყო, ვლოცულობდით მისთვის...

40 დღის განმავლობაში თბილისში, დამწვრობის ცენტრში იწვა, იბრძოლა მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს ჩვენი ლამაზი ბიჭი. ექიმებს უთქვამთ, შინაგანი წვა ვერ შევაჩერეთო. ურთულესი მდგომარეობა იყო და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. უკვე ჩამოასვენეს თბილისიდან...

დადუ საოცარი ბავშვი იყო, კარგ ოჯახში გაზრდილი, ძალიან გონიერი, ზრდილობიანი, მოხერხებული, ყველას რომ უყვარდა, ისეთი. უფროსი და-ძმა ჰყავს, ძმა სამედიცინოზე სწავლობს, მისი და აეროპორტში მუშაობს, ინგლისურის სპეციალისტია...

ამ ამბავს ძალიან განიცდიან მისი თანაკლასელები. მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, სკოლას და ყველას", - ამბობს კლასის დამრიგებელი. განაგრძეთ კითხვა>>>