loader

რას ამბობს ადვოკატი ე.წ. კანონიერი ქურდის, "ჯვარსკის" დედისა და ძმის დაკავების შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ადვოკატი ე.წ. კანონიერი ქურდის, "ჯვარსკის" დედისა და ძმის დაკავების შესახებ?

ადვოკატის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავას ("ჯვარსკი") დედა, 65 წლის მანანა ლიპარტელიანი და ძმა ავაზ ხონელიძე ე.წ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის არიან დაკავებული.

"ჯვარსკის" დედას დადგენილება წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გააცნეს. მას 10-წლიანი ციხე ემუქრება.

"გამოძიებით დგინდება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად "ჯვარსკი" მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა"- განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ვიდეო: "TV პირველი"

ასევე იხილეთ: ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები: ვინ დააკავეს სამართალდამცველებმა? - "დედისა და ძმის დახმარებით ქურდულ გარჩევებს აწყობდა"

რა ისმის ე.წ. კანონიერი ქურდების ფარულ ჩანაწერებში, რომლებიც შსს-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა? - "მე ქუჩს ბიჭი რომ ვარ, ჩემი თემა სადაც დამიდგა, იქ ვილაპარაკე"