loader

"ხელი გამიშვი! არ ვაპირებ თქვენს ნებაზე სიარულს და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ნებაზე სიარულს" - პეტრე კოლხის შვილი სამართალდამცველებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი გამიშვი! არ ვაპირებ თქვენს ნებაზე სიარულს და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ნებაზე სიარულს" - პეტრე კოლხის შვილი სამართალდამცველებს მიმართავს

„ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით, პარლამენტთან, საგაზაფხულო სესიის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აპროტესტებენ, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს, ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს.

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტთან, სადაც ხალხს პოლიცია ტროტუარზე დგომას უზღუდავს.

შეკრებილებს შორის არის პეტრე კოლხის შვილი მარიამ კვარაცხელია.

"ხელი გამიშვი! არ ვაპირებ თქვენს ნებაზე სიარულს და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ნებაზე სიარულს" - მიმართა მარიამ კვარაცხელიამ სამართალდამცველებს.

ვიდეო: "TV პირველი"