loader

“კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად“ აკურ­თხეს 2014 წელს, მა­შინ 21 წლის იყო" - რა არის ცნობილი კრიმინალურ ავტორიტეტ “რევაზ ჯვარსკიზე“, რომლის დედა და ძმაც დააკავეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად“ აკურ­თხეს 2014 წელს, მა­შინ 21 წლის იყო" - რა არის ცნობილი კრიმინალურ ავტორიტეტ “რევაზ ჯვარსკიზე“, რომლის დედა და ძმაც დააკავეს?

შსს-მ ბოლო 24 სა­ათ­ში “ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 45 პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ვაჟა სი­რა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გარ­და ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა კი­დევ 15 პირს, მათ შო­რის 3 "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა“, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა“, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის მი­მარ­თვა“ და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა“ .

“სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და მო­და­ვე მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი ეწყო­ბო­და, რომ­ლებ­შიც სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ - სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე (თვა­ლჭ­რე­ლი­ძე) მეტ­სა­ხე­ლად "სუხო“ და პეტ­რე ბაქ­რა­ძე მეტ­სა­ხე­ლად "პა­ა­ტა ტბი­ლის­კი“ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ისი­ნი ერ­თვე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და ერთ-ერთი მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ, ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დგინ­დე­ბა, რომ ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ რე­ვაზ უბი­ლა­ვა მეტ­სა­ხე­ლად "ჯვარ­სკი“ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის - დე­დი­სა და ძმის დახ­მა­რე­ბით, აწყობ­და ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს და გა­მოჰ­ქონ­და ე.წ. "ქურ­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“. პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე მათ­გა­ნი სხვა პი­რებ­თან ერ­თად და­ა­კა­ვა,“ - ავ­რცე­ლებს შსს.

ვინ არის რე­ვაზ უბი­ლა­ვა, მეტ­სა­ხე­ლად “ჯვარ­სკი“Primecrime-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით და­კა­ვე­ბუ­ლი რე­ვაზ უბი­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ წა­ლენ­ჯი­ხა­ში 1993 წლის 10 აპ­რილს და­ი­ბა­და. თუმ­ცა ბოლო წლბ­ში ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­ში, თურ­ქეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში.

რო­გორც მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში იკი­თხე­ბა, რე­ვაზ უბი­ლა­ვა “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად“ აკურ­თხეს 2014 წელს, მა­შინ 21 წლის იყო. მას მხა­რი და­უ­ჭი­რა 18-მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა. განაგრძეთ კითხვა