"ხელისუფლება გვეუბნება, რომ თუ აზრს გამოხატავთ, ეს არის აგენტურა" - არჩილ გამზარდია
გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები პასუხისმგებლობას ამკაცრებს და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ინიცირებული პაკეტი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ქმნის რისკს, რომ რეგულაციები შეეხოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, არამედ კერძო სექტორში საჯარო პოზიციის გამოხატვასაც.