ნიუ-იორკში ძლიერი თოვისა და ყინვის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში ძლიერი თოვისა და ყინვის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანმა განაცხადა.
მამდანის თქმით, უკვე მე-11 დღეა, რაც ძლიერი ყინვები ფიქსირდება და გრძელდება მცდელობა, რაც შეიძლება მეტი ქუჩაში მცხოვრები ადამიანი გადაიყვანონ შენობებში.
მერმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.