ტურისტების მოსატყუებელი 10 თაღლითური სქემა, რომელსაც თუ მოგზაურობას გეგმავთ 2026 წელს უნდა უფრთხილდეთ
წლიდან წლამდე თაღლითები სულ უფრო მეტ ხერხს მიმართავენ ტურისტების მოსატყუებლად.
ტურისტული გამოცემა Fodor's-ის ექსპერტებმა გამოავლინეს მოგზაურობის დროს თაღლითების 10 მთავარი ტიპი, რომლებსაც 2026 წელს ყურადღება უნდა მიაქციოთ.
2026 წლის 10 ყველაზე გავრცელებული სამოგზაურო თაღლითობებია:
1. ჯიბის ქურდები
ჯიბის ქურდები ევროპულ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბარსელონა და რომი, კვლავ აქტუალურია. ისინი ხშირად ერთად მუშაობენ, როგორც კოორდინირებული ჯგუფი, ქმნიან სცენას პოტენციურ მსხვერპლთან მისასვლელად.
2. ტაქსის მძღოლები
გადატვირთული აეროპორტები და ღამის ცხოვრების ადგილები იდეალური ადგილებია ტაქსისტების თაღლითობისთვის. ისინი თავდაჯერებულად უახლოვდებიან ტურისტებს და სატრანსპორტო კომპანიების ყალბ ლოგოებსაც კი აჩვენებენ. თუმცა, როგორც კი მსხვერპლი მანქანაში მოხვდება, თაღლითობა სწორედ იქ იწყება: მძღოლი უფრო გრძელ მარშრუტებს იყენებს და მოულოდნელად დამატებით საფასურს ითხოვს. ასეთი თაღლითობების თავიდან აცილება მარტივია, თუ მგზავრობას მხოლოდ ოფიციალური აპლიკაციების საშუალებით დაჯავშნით და ასვლამდე ყოველთვის შეამოწმებთ სანომრე ნიშანს.
3. ფიშინგი და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ელ-ფოსტები
ხელოვნური ინტელექტი თაღლითებს საშუალებას აძლევს, დააკოპირონ ლოგოები და ჯავშნის დეტალებიც კი. ავიაკომპანიის ოფიციალურ აპლიკაციაში 30-წამიანი შემოწმება ასობით დოლარს და უამრავ სტრესს დაგიზოგავთ.
4. ყალბი ტურები და ბილეთები
ყოველთვის სჯობს, ტურებისა და ბილეთების დაჯავშნა ოფიციალური საიტის ან კარგი შეფასებების მქონე პლატფორმების საშუალებით. თუ ვინმე რამეს გთავაზობს Instagram-ზე პირადი შეტყობინებებით ან ამტკიცებს, რომ მისი შეთავაზება ძალაშია „მხოლოდ დღეს“, ეს, სავარაუდოდ, თაღლითობაა.
5. თაღლითობა QR კოდების გამოყენებით
დღესდღეობით QR კოდები ყველგანაა: მენიუში, მუზეუმის ბილეთებსა და საგზაო ნიშნებზე. თაღლითებს ისინი ძალიან მოსწონთ, რადგან მათი გაყალბება და მოგზაურების პირდაპირ ფიშინგ საიტზე გადამისამართებაა შესაძლებელი, რომელიც ბევრ ინფორმაციას იპარავს. ექსპერტები გირჩევენ, რომ უმჯობესია მხოლოდ იმ QR კოდების სკანირება, რომლებიც პერსონალის მიერ არის მოწოდებული ან ოფიციალურ ნიშნებზე მკაფიოდ არის მონიშნული.
6. ვალუტის გაცვლა
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვალუტის გადაცვლისთვის მხოლოდ ბანკები, ბანკომატები ან ოფიციალური ვალუტის გადამცვლელი პუნქტები უნდა გამოიყენოთ. განაგრძეთ კითხვა...